19 აგვისტო 2022,   17:18
ვრცლად
დიდ დიღომში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს - არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია

უბედური შემთხვევა თბილისში. გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვალების სავარაუდო შემთხვევა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე დაფიქსირდა.

ცოლ-ქმრის ცხედრები გაზის ჩვენების ჩასაწერად მისულმა ქალმა აღმოაჩინა. მიზეზი სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციაა.

მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ღია წვის კამერიანი წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

შემთხვევას გამოძიება სწავლობს.

დღის ამბები