12 აგვისტო 2022,   13:45
ვრცლად
წალენჯიხის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა მამაკაცი დაჭრა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს შემთხვევას, რა დროსაც წალენჯიხის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა ადგილობრივი მამაკაცი დაჭრა.

დანაშაული სოფელ ოჭანეში მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები კოჭ-წვივის არეში მიაყენეს. დაჭრილი მამაკაცი წალენჯიხის საავადმყოფოდან ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

გამოძიება სს კოდექსის 118-ე, ჯანმთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები