12 აგვისტო 2022,   13:16
ვრცლად
ევროპულმა სასამართლომ "ახალაია საქართველოს წინააღმდეგ" სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

ევროპულმა სასამართლომ საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი არგუმენტებით იხელმძღვანელა და "ახალაია საქართველოს წინააღმდეგ" სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ყოფილი თავდაცვის მინისტრი მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთ ღონისძიებაზე, პატიმრობაზე დაობდა და ამბობდა, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

მთავარ საგამოძიებო უწყებაში დარწმუნებულები არიან, რომ კოლეგიამ სამართლებრივ პროცესებში კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა და გადაწყვეტილებაც, მომჩივნისთვის უარი ეთქვა, სწორედ ამის გამო მიიღო. 

ევროპულმა სასამართლომ ვრცელ დოკუმენტში გადაწყვეტილება დეტალურად განმარტა. ვერდიქტში წერია, რომ ახალაიას პატიმრობა სასამართლო პრაქტიკას და კანონმდებლობას შეესაბამებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ვერ დაინახა გამოძების გაჭიანურების მცდელობაც. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთ ღონისძიება პატიმრობაზე, დასაბუთებაში წერია, რომ ამის აუცილებლობა იყო, რადგან მოწმეებზე ზეგავლენის და მიმალვის საფრთხეები რეალურად არსებოდა. ევროპულმა სასამართლომ ასევე დაუშვებლად გამოაცხადა ბაჩო ახალაიას პოზიცია, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

იუსტიციის სამინისტრო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მხარეს წარმოადგენდა, განმარტავს, რომ ევროპული სასამართლოს უარი ბაჩო ახალაიას სარჩელზე არამხოლოდ მტკიცებულებებმა, არამედ მოქალაქეების საჩივრების რაოდენობამაც განსაზღვრა.

"ახალია საქართველოს წინააღმდეგ" სარჩელი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატებმა ევროპულ სასამართლოში 2013 წელს შეიტანეს. რატომ არ მიიღო წარმოებაში კოლეგიამ საქმე, ამაზე საუბარი ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერესების დამცველებმა დღეს არ ისურვეს.

მიუხედავად ევროპული სასამართლოს მიერ გამოგზავნილი არგუმენტებისა ბაჩო ახალაიას თანაგუნდელები კვლავ ამტკიცებენ რომ მასზე მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პოლიტიკური ნიშნით ახალაიას დაკავებაზე აპელირება გაუგებარია მმართველი გუნდისთვის და სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს სამართლიანს უწოდებენ.

ბაჩო ახალია სამართალდამცველებმა 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, სააკაშვილმა ის პატიმართა მიმართ არაჰუმანური მოპყრობის საქმეზე შეიწყალა, თუმცა ახალაიამ ციხე ვერ დატოვა, ის სხვა საქმეებზე, წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში იმყოფებოდა.

9 წლიანი პატიმრობის შემდეგ ბაჩო ახალაიამ პენიტენციური დაწესებულება წელს 1 მარტს დატოვა.

 

დღის ამბები