26 სექტემბერი 2022,   17:05
ვრცლად
კელი დეგნანი "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ქართველ პოლიციის ოფიცრებს მადლობას უხდის

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ქართველ პოლიციის ოფიცრებს მადლობას უხდის -  ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს.

კელი დეგნანი დღეს თბილისი პრაიდის კვირეულის მეორე ღონისძიებას, საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ ელჩმა ქართველ პოლიციელებთან სამახსოვრო ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც საელჩომ გაავრცელა.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში ჩასვა. ყოველდღე აქ, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მთავრობებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ყველასთვის თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის უმცირესობებისა თუ სხვა მხრივ საზოგადოებისგან გარიყულთა უფლებების დაცვა.

შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემით და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება მიუხედავად იმისა თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ. პატივს მივაგებთ რა გამძლეობას ლგბტქი+ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან ავთენტური და თავისუფალი ცხოვრებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები," - ელჩი დეგნანი თბილისი პრაიდის რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე.

ელჩი დეგნანი მადლობას უხდის ღონისძიებაზე მყოფ პოლიციის ოფიცრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის," - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები