26 სექტემბერი 2022,   16:02
ვრცლად
ბაიდენის ადმინისტრაციას ადამიანის უფლებები პრიორიტეტების რანგში აქვს საგარეო ურთიერთობებში - კელი დეგნანი პრაიდის კვირეულზე

თბილისი პრაიდის კვირეულის რიგით მეორე ღონისძიება იმართება ამ წუთებში თბილისში. ეს არის დახურული შეკრება კერძო ტერიტორიაზე, რომელსაც პოლიცია იცავს.

კონფერენცია, რომელსაც დიპლომატები და არასამთავრობოებიც ესწრებიან, დღის ბოლომდე გაგრძელდება. წელს სულ 3 ღონისძიება იყო დაგეგმილი, ერთი, დახურული ფილმის ჩვენება, ორგანიზატორებმა უკვე გამართეს, მესამე კი კვირას 2 ივლისს ჩატარდება. ფესტივალი ასევე კერძო ტერიტორიაზე გაიმართება.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია.

"ბაიდენის ადმინისტრაციას ადამიანის უფლებები პრიორიტეტების რანგში აქვს საგარეო ურთიერთობებში. ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისუფლება შიშის გარეშე. აქ საუბარია ფუნდამენტურ ურთიერთობებზე, რომელიც განმტკიცებულია როგორც აშშ-ს ასევე საქართველოს კონსტიტუციაში,"- აცხადებს დეგნანი

დღის ამბები