19 აგვისტო 2022,   19:12
ვრცლად
ევროპულ სასამართლოში 2021 წლის მოსმენების საქმეზე პირველი საჩივრები გაიგზავნა

2021 წლის "სუსის ფაილების" საქმეზე ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნა. ავტორი საია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოა". მათი განცხადებით, საჩივარში საკითხი ორი მიმართულებითაა დაყენებული - ქართული კანონმდებლობის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობა მოსმენებთან დაკავშირებით და არაეფექტიანი გამოძიება.

საქმე ეხება გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. ფაილებში, სავარაუდოდ, აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დამუშავებული ინფორმაცია.

ამ საკითხზე შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში.

"ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მთავარია კონტროლის ხარისხი იყოს დაცული მართლმსაჯულების მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ამ ცვლილებებში ეს კონტროლის მექანიზმი გვაქვს ჩადებული მართლმსაჯულების მხრიდან და რაც ყველაზე მთავარია ვადებიც არის დაცული იმ სტანდარტებით, როგორიც აქვს საერთაშორისო სასამართლოს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

 

დღის ამბები