19 აგვისტო 2022,   18:34
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს.

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები