19 აგვისტო 2022,   17:20
ვრცლად
"მიუხედავად იმისა, რომ მათ დატოვეს უმრავლესობა, არამც და არამც ეს არ ნიშნავს, რომ შეიცვალეს ვექტორი" - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერები არიან. 

"მიუხედავად იმისა, რომ მათ დატოვეს უმრავლესობა, არამც და არამც ეს არ ნიშნავს, რომ შეიცვალეს ვექტორი. ისინიც არიან მხარდამჭერი ევროპული ინტეგრაციის, არა მხოლოდ მხარდამჭერი, არამედ ბევრი რამ აქვთ გაკეთებული. სამივე მნიშვნელოვანი წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელები იყვნენ, რომელთაც ბევრი რამ გააკეთეს ჩვენი ევროინტეგრაციისთვის.

ჩვენ როდესაც არ ვიქნებით მმართველი პარტიის კონიუნქტურით შებოჭილი, უფრო მეტად თამამები ვიქნებით განცხადებებში. თუმცა, მე, პირადად, ვარ მმართველ პარტიაში, თუმცა არ მბოჭავს, როდესაც მაქვს რაიმე სათქმელი, გამოვდივარ და ვამბობ ხოლმე," - ამბობს ირაკლი ზარქუა.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა.

"თვლიან, რომ რაღაცები აქვთ სათქმელი, თვლიან, რომ უნდა თქვან და ვინაიდან უმრავლესობაში ყოფნის კონიუნქტურა ზღუდავს ამაში, მათ ჩათვალეს, რომ იმ დიდი გამოწვევების ფონზე, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, მეტი თავისუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ ისაუბრონ. ვნახოთ, რას იტყვიან, მე მათ ნაცვლად ვერაფერს ვერ ვიტყვი, შევაფასოთ მერე მათი ნათქვამი," - ამბობს ბექა დავითულიანი.

დღის ამბები