12 აგვისტო 2022,   13:23
ვრცლად
"ჩვენ არანაირ პრობლემას ამ მიმართულებით არ შევქმნით" - უმრავლესობის სხდომაზე დღეს ევროკომისიის რეკომენდაციები განიხილეს

უმრავლესობის სხდომაზე დღეს ევროკომისიის რეკომენდაციები განიხილეს. როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ თორმეტივე პუნქტთან დაკავშირებით იმსჯელეს, კონკრეტულად კი მისი შესრულების ვადებთან და პასუხისმგებელ უწყებებთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭოს სხდომაც დაინიშნება.

"ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ. შესაბამისი გეგმის შესრულება იყო მთავარი საკითხი ამ მიმართულებით, ვადები, პასუხისმგებელი უწყებები თუ სუბიექტები, ამის შესრულებაზე და ამასთან დაკავშირებითაც უახლოეს დღეებში გაცნობებთ, რომ შეიკრიბება პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და დეტალურად გავწერთ პასუხისმგებელ სუბიექტებს, პირებსაც, ვადებსაც. ასე რომ, ჩვენ არანაირ პრობლემას ამ მიმართულებით არ შევქმნით," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები