12 აგვისტო 2022,   07:36
ვრცლად
მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება - დიდი შვიდეულის სამიტის განცხადება

"მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება" - ამის შესახებ დიდი შვიდეულის სამიტის განცხადებაშია ნათქვამი.

ლიდერების განცხადებით, ისინი ერთად იმუშავებენ, რათა დაეხმარონ უკრაინას ომის დასრულების შემდეგ თავის დაცვაში.

დღეს გერმანიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტს ვიდეოჩართვით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემები, რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციის დაწესება და უსაფრთხოების გარანტიები ითხოვა. ზელენსკიმ ლიდერებს განუცხადა, რომ სასურველია ომი დასრულდეს მანამ, სანამ ზამთარი დადგება.   


 

დღის ამბები