29 ივნისი 2022,   19:31
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ირლანდიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ირლანდიის სენატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ მორიგ რეზოლუციაზეც, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

ჯო მაკჰიუმ აღნიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერას.

დღის ამბები