29 ივნისი 2022,   19:04
ვრცლად
რომან გოცირიძე ხოშტარიასთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვაზე - რა არის ამაში ამორალური, ან უსამართლო?!

ელენე ხოშტარია მზად არის, რუსეთიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს. "დროას" ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების ბრალდებები პროპაგანდის ნაწილია. 

"რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში მეტი გამჭვირვალობა უკეთესი იქნებოდა, რადგან ამომრჩეველი "ქართული ოცნების" პროპაგანდის გავლენის ქვეშ არ მოექცეს.

"მეტი გამჭვირვალობა იქნებოდა უკეთესი, იმისთვის, რომ ეს არგუმენტები მათ წაერთვათ და ვფიქრობ, რომ სინათლე მოეფინებოდა ამას, მათ შორის, იმ ამომრჩევლის თვალში, ვინც, ასე ვთქვათ, ამ პროპაგანდას ყიდულობს, იმისთვის რომ ეს საკითხი საბოლოო ჯამში გარკვეულიყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იმ ფონზე, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" დააშორა დასავლეთს საქართველო და ამ ვითარებაში ასეთ ბრალდებებს უყენებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელიც გამოირჩევა რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ ხისტი არამხოლოდ განცხადებებით, არამედ ქმედებებით, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ, ამ ვითარებაში ასეთი ტიპის კითხვები რომ მოიხსნას, მეტი საჯაროობა იქნებოდა კარგი," - აცხადებს აქუბარდია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლებამ ელენე ხოშტარიას და მისი ოჯახის შესახებ ბოლშევიკური კამპანია წამოიწყო და მის მიერ ხსენებული თანხების აღებაში არაფერი ამორალური ან უსამართლო არ არის.

"ხელისუფლების მიერ წამოწყებული კამპანია, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, არის ბოლშევიკური. არავის არ დაურღვევია არც სამართლებრივი კანონი და არც მორალური კანონი. ადამიანმა, რომელმაც შექმნა უნიკალური კოსტიუმები და ჩვენ მოგვწონს სუხიშვილების ცეკვა და რასაც ვუყურებთ ყველაფერი მისი გაკეთებულია. ნებისმიერი სპექტაკლი, რუსეთში დაიდგმება, ამერიკაში თუ ავსტრალიაში, საავტორო უფლებების წყალობით შემოსავლები მის შთამომავლებზე გადადის. რა არის ამაში ან ამორალური, ან უსამართლო?!" - განაცხადა გოცირიძემ.

დღის ამბები