29 ივნისი 2022,   01:48
ვრცლად
ასე უდიერად რომ ეპყრობოდით ტერიტორიებს და გაფლანგეთ, მაგიტომ ხართ ოპოზიციაში და იქნებით მუდამ, თქვენნაირი ხალხი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში - პრემიერი რომან გოცირიძეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, კითხვა - პასუხის ფორმატის დროს, პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც პრემიერი გოცირიძის შეკითხვას პასუხობდა. 

"პუტინს რატომ არ ახსენებთ, "გუგლში" მოვძებნე - 2014 წლის 26 დეკემბერს გყავთ ბოლოს ნახსენები პუტინი", - განაცხადა რომან გოცირიძემ, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვითვე უპასუხა:

"მაგით რისი თქმა გინდათ ბატონო რომან, რას მოუტანს ეს ქვეყანას. რისი ჩვენება გინდათ მაგით? თქვენ რომ ახსენეთ რა მაგით? თქვენ რა გაგიკეთებიათ, ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიტანეს ქვეყნის მიწა - წყალი, თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები. რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციების მომხდენი. ასე უდიერად რომ ეპყრობოდით ტერიტორიებს და გაფლანგეთ, მაგიტომ ხართ ოპოზიციის რიგებში და იქნებით მუდამ. თქვენნაირი ხალხი ვერ დაბრუნდება ვერასოდეს ხელისუფლებაში, ამას ხალხი არ დაუშვებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები