29 ივნისი 2022,   01:45
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს: კეზერაშვილი 10 წელი რატომ ცხოვრობს არხეინად ნაძარცვი ფულით, აქ თქვენს პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილს, პრემიერთან კითხვა ევროინტეგრაციაზე ჰქონდა, თუმცა გარდა ამისა, მან ირაკლი ღარიბაშვილს კეზერაშვილთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა, თუ რატომ ცხოვრობს ის 10 წელი არხეინად იმის ფონზე, რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი.

"ყველაფერი დააბრალეთ ოპოზიციას, კარგი ბატონო. ერთი თვითკრიტიკული რამ არ არის თუ რატომაც გვითხრეს უარი? ერთი რამ აი ამის გამო დაგვახარვეზეს, რომ ეს ჩვენმა მთავრობამ ვერ გავაკეთეთ. კეზერაშვილზე რომ ამბობთ ნაძარცვი ფულიო, კი, ჯარი გაძარცვა. იცით ჩემი დამოკიდებულება კეზერაშვილისადმი - ნარკოტიკებმირებული დარბოდა ომის დროს. ასეთი კაცი 10 წელი რატომ ცხოვრობს არხეინად ნაძარცვი ფულით. აქ თქვენს პასუხისმგებლობას არ გრძნობთ?"- ჰკითხა ელისაშვილმა პრემიერს.

პრემიერმა კეზერაშვილზე კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ მისი საქმეები გამოძიებულიც არის და მისჯილიც აქვს მას დაუსწრებლად.

"არავის არ მოგვწონს და გვინდა ამ პოლარიზაციის დასრულება, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ადამიანების პირობებში, ვერ წამრომიდგენია. გამოვედი, საუბარი დავიწყე იმით, რომ ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა პირველად, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ქვეყანას. პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ამაზე შეურაცხყოფა, ლანძღვა დაიწყეს, ამაზე ჩემგან 10-ჯერ მეტი მიიღეს და ასეც იქნება ყოველთვის. იყოს კონსტრუქციული დამოკიდებულება, ასევე ათმაგად დაგიბრუნებთ ყველას კონსტრუქციულ დამოკიდებულებას. ბატონო ალეკო, თქვენ კეზერაშვილზე მკითხეთ და მადლობა თქვენი შეფასებისთვის, მე ამას ვაფასებ. მე როგორც ვიცი კეზერაშვილის საქმეები გამოძიებულიც არის, მისჯილიც აქვს მას დაუსწრებლად და დადასტურებულია ზიანი, რომელიც მან თავდაცვის სამინისტროს მიაყენა, ერთ - ერთ კონრეტულ საქმეს ვგულისხმობ",  - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები