29 ივნისი 2022,   02:08
ვრცლად
2022 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში, 14 354.9 მლნ. ლარს გაუტოლდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 2022 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში, 14 მილიარდ ლარზე მეტია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 14.9 მეათედი პროცენტი შეადგინა.

პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თითქმის ყველა დარგმა, მათ შორის არის ელექტროენერგია, დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა, მშენებლობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

მონაცემებში მოწინავე პოზიციაზეა ექსპორტი. მიმდინარე წლის იანვარი მაისში ექსპორტი 37.5%-ით არის გაზრდილი.

დღის ამბები