29 ივნისი 2022,   19:42
ვრცლად
გზა განახლდა, ბუჩა ახალ ცხოვრებას იწყებს - ქალაქისთვის შეუძლებელია იმ სისასტიკის დავიწყება, რაც მათ ქუჩებში რუსებმა ჩაიდინეს

ბუჩას დეოკუპაციის შემდეგ 15 ცხედარი იპოვნეს. ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. სახლიდან ერთადერთი მიზეზით გამოვიდნენ - საკუთარი ოჯახებისთვის საკვები ეშოვათ, მაგრამ ჩასაფრებულმა სნაიპერმა ისინი უმიზეზოდ დახოცა.

განახლდა გზა, ბუჩა ახალ ცხოვრებას იწყებს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ივიწყებს იმ სისასტიკეს, რაც რუსმა სამხედროებმა მათ მიწაზე ჩაიდინეს. ბუჩაში არსებობს შენობა, სადაც რუსმა სამხედროებმა შტაბი მოაწყვეს, შემდეგ კი ადამიანები მიჰყავდათ და აწამებდნენ, უწვავდნენ თვალებს, აჭრიდნენ სხეულის ნაწილებს და კლავდნენ. არსებობს კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ტყვეთა კოლონა ხელებგაკოჭილი ქუჩაში. მოგვიანებით ისინი შენობის სადარბაზოში მოკლული იპოვეს.

გამოკითხვის მიხედვით, რუსმა სამხედროებმა ბუჩაში ათობით ადამიანი სხვადასხვა ადგილას დახოცეს, აწამეს, ან გააუპატიურეს.

დღის ამბები