29 ივნისი 2022,   20:40
ვრცლად
ვლადიმერ პუტინს, ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვლადიმირ პუტინმა, ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. კრემლის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინმა საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჰუმანიტარულ ნორმებს იცავენ.

მან ასევე მარცვლეულის მიწოდების პრობლემაზეც ისაუბრა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა. კრემლში ამბობენ, რომ პუტინმა 2 ქვეყნის ლიდერებთან საუბრისას რუსული მხარის მზაობა დაადასტურა დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით.

მოლაპარაკებების შეფერხებაში კი კრემლი კიევს ადანაშაულებს. 80 წუთიანი სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრომა და ოლაფ შოლცმა ვლადიმირ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდეს. ასევე, რუსეთის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკითან მოლაპარაკებისკენ და კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდეს. 

დღის ამბები