29 ივნისი 2022,   20:19
ვრცლად
გაერთიანებული თოჯინების თეატრების რეფორმის ფარგლებში შემავალი თეატრების შემოქმედებითი აქტივობა გრძელდება

გაერთიანებული თოჯინების თეატრების რეფორმის ფარგლებში შემავალი თეატრების შემოქმედებითი აქტივობა გრძელდება.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს, პოპულარული პიესა "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" წარუდგინა. სადაც ქუთაისის თეატრის დასი, სრული შემადგენლობით მონაწილეობდა.

სპექტაკლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა.

დღის ამბები