05 ივლისი 2022,   00:43
ვრცლად
კანადელი ფოტოგრაფები პროექტის ფარგლებში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

კანადელი ფოტოგრაფები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყველაზე ცნობილი მედია პროექტის ფოტოგრაფებს უმასპინძლა.

ფოტოგრაფებმა თითქმის მთელი საქართველო მოინახულეს და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს.

საქართველოში გადაღებული ფოტომასალა ქართულ-კანადური ფოტოალბომისთვის დაიბეჭდება, რომლის გამოცემაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება.

კანადელი ფოტოგრაფი რენდი ვანდერსტარენი აცხადებს, რომ საქართველო მეთხუთმეტე ქვეყანაა სადაც პროექტის ფარგლებში მოგზაურობს. 

დღის ამბები