29 ივნისი 2022,   20:32
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად ხვალ იორდანიაში ჩავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად იორდანიაში ჩავა. ის უშუალოდ მოინახულებს იმ ტერიტორიას, რომელიც იორდანიამ საქართველოს გადასცა. საუბარია 4 ათას კვ.მ. ფართობზე, სადაც ქართული კულტურის ცენტრი უნდა აშენდეს. 

მეფე აბდულას გადაწყვეტილებით, ტერიტორია საქართველოს უკვე გადმოეცა, ქვეყანას იორდანიაში საუკუნეების განმავლობაში არაერთი ეკლესია-მონასტერი ჰქონდა.

მთავრობის მეთაური ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, ამის შემდეგ ცნობილი გახდება, რა კონცეფციის იქნება ქართული კულტურის ცენტრი.  

 

ავტორი: ავთო გვასალია 

დღის ამბები