29 ივნისი 2022,   19:37
ვრცლად
ჟურნალისტების ნაწილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით ბანერი გადმოფინა - შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ გავიდნენ პროფესიულ ჩარჩოებს მიღმა

​ჟურნალისტების ნაწილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით ბანერი გადმოფინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ გავიდნენ პროფესიულ ჩარჩოებს მიღმა.

"მინდა ჟურნალისტებს მივმართო, რომლებმაც ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ბანერები გადმოფინეს. ეს ლოჟა განკუთვნილია იმისთვის, რომ აწარმოოთ ჟურნალისტური საქმიანობა. სამწუხაროდ მედიის ნაწილი იმის ნაცვლად, რომ ახალ ამბებს აშუქებდეს, ქმნიან ახალ ამბავს," - აცხადებს პაპუაშვილი. 

დღის ამბები