03 ივლისი 2022,   20:51
ვრცლად
"რა თქმა უნდა პუტინმა ძალიან ბევრი მიიღო...ოკუპირებული ოლქები, დაბომბილი ინფრასტრუქტურა, მილიონობით ლტოლვილი, ათიათასობით მოკლული, დღეს შეუძლებელია საუბარი, რომ ჩვენ რაიმე მივიღეთ" - დმიტრი გორდონი

დღეს საუბარი იმაზე, რომ უკრაინულმა მხარემ რამე მიიღო, შეუძლებელია - ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა, ერთ-ერთ უკრაინულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე: "მითხარით, ჩვენ მივიღეთ რაც გვინდოდა, თუ პუტინმა მიიღო ის, რაც სურდა?" ცნობილი ჟურნალისტი პასუხობს, რომ დღეის მონაცემებით, უკრაინაში ოკუპირებული ოლქებისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ძალიან ბევრი მიიღო.

"სანამ ოკუპირებულია ჰერსონის ოლქი მთლიანად, დამატებით ნაწილი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების, ხარკოვის ოლქის ნაწილი, ზაპოროჟიეს ოლქის დიდი ნაწილი, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაღაც მივიღეთ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, მიიღო პუტინმა...

დღევანდელი დღით, პუტინმა ძალიან ბევრი მიიღო. ასევე, დაბომბილი ინფრასტრუქტურა, მილიონობით ლტოლვილი, ათიათასობით მოკლული უკრაინელი, დაჭრილები... რა თქმა უნდა დღეს შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაიმე მივიღეთ," - განაცხადა  დმიტრი გორდონმა უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას.

დღის ამბები