07 ივლისი 2022,   11:10
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და კანდიდატის სტატუსის მიღების საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში, საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მათი მიზანია, საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნის სტატუსის არ მიღებას არეულობა მოჰყვეს.

"რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროკავშირის დერეფნებში და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. ძალიან მარტივი გათვლა არის ის, რომ ამ ყველაფერს, კანდიდატის სტატუსის არ მიღებას, მოჰყვეს არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, ამ არეულობაში, მათ ნახონ საკუთარი წარმატების შანსები და საბოლოოდ, აისრულონ ის ოცნება, რაც აქვთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის გათვლაა, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, თუმცა ამ გათვლას ასრულება არ უწერია.

"ეს არის ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა, ეს არის ძალიან მარტივი გათვლა, რომელიც აქვს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს. თუმცა, ამ გათვლებს, რეალურად არ უწერია აღსრულება. ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები