05 ივლისი 2022,   08:33
ვრცლად
ბორჯომში, მოსწავლეები, რომლებიც "ბოლო ზარს" აღნიშნავდნენ, მანქანით მდინარეში გადავარდნენ - არის მსხვერპლი

ბორჯომთან ახლოს, მწვანე მონასტრის ტერიტორიასთან, ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. არის მსხვერპლი. მოსწავლეები დღეს "ბოლო ზარს" აღნიშნავდნენ.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, მანქანაში 4 მოსწავლე იმყოფებოდა, საიდანაც ერთი - 17 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი 3 კი ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში გადაჰყავთ. 

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა "კურიერს" განუცხადა, ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა მათთან მრავლობითი დაზიანებებითუკვე შეიყვანეს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

ავტორი: მაია იველაშვილი

დღის ამბები