05 ივლისი 2022,   07:08
ვრცლად
სკოლის კუთვნილი 142 ათასი ლარი, რომელიც ბუღალტერმა აზარტული თამაშებისთვის დახარჯა - როგორ გახდა ცნობილი მოპარული თანხის შესახებ

ბუღალტერმა, 3 წლის განმავლობაში სკოლის კუთვნილი 142 ათასი ლარი მიითვისა. 28 წლის ნინო ჯანგველაძე, ადიგენის რაიონის სოფელ დერცელის სკოლის ბუღალტრად 2016 წელს მივიდა, სამ წელში კი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი თანხის მოპარვა დაიწყო.

სხვადასხვა ოდენობის თანხას, ჯანგველაძე სკოლის ბიუჯეტიდან ჯერ საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა, შემდეგ კი  აზარტული თამაშებისთვის და გართობისთვის იყენებდა.

დიდი ოდენობით ფულის გაქრობა, დერცელის სკოლის დირექტორმა 3 წლის შემდეგ შეამჩნია და მონაცემები ბანკში გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, სკოლის ბიუჯეტიდან თანხა არაერთხელ გამქრალა.

სავარაუდო, დამნაშავე უკვე დაკავებულია და წინასწარი პატიმრობაც მისჯილი აქვს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები