12 აგვისტო 2022,   06:14
ვრცლად
მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაადასტურა

მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაადასტურა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები აღდგება და ის ფიქრობს, რომ მოდერატორი თავად პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება.

"მოლაპარაკებები აღდგება და ვფიქრობ, რომ მოდერატორი ზელენსკი იქნება," - ამბობს პოდოლიაკი.

ასევე პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა არ აპირებს "რაიმეს გაცემას" იმისთვის, რომ "პუტინის სახე შენარჩუნდეს".

ცოტა ხნით ადრე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ რუდენკომ განაცხადა. რუდენკოს თქმით, მოლაპარაკებებიდან გასვლის ინიციატორი კიევი იყო.

დღის ამბები