02 ივლისი 2022,   18:08
ვრცლად
"აზოვსტალიდან" მძიმედ დაჭრილი უკრაინელი მებრძოლები გამოიყვანეს - კადრები რუსულმა მედიამ რამდენი წუთის წინ გაავრცელა

"აზოვსტალის" ქარხნიდან მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია მოხდა - კადრები რუსულმა მედიამ რამდენი წუთის წინ გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, ეს იყო რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა.

ასევე "აზოვის" მეთაური ავრცელებს ვიდეო მიმართვას. ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო ამბობს რომ, "მიუხედავად ყველა სირთულისა, მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს, მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას," - აცხადებენ ისინი.

დღის ამბები