07 ივლისი 2022,   08:24
ვრცლად
"საუბარია ტელეკომპანიისთვის მიზანმიმართულად, რამდენიმე მილიონიანი ზარალის მიყენებაზე" - პაატა სალია გვარამიას საქმეზე

"რუსთავი2"-ის დირექტორი ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აფასებს.

სალიას თქმით, საუბარია ტელეკომპანიისთვის მიზანმიმართული ფინანსური ზარალის მიყენებაზე, რის გამოც არხი ფინანსურ პრობლემებს დღემდე განიცდის. 

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ ამ საქმეზე, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი აბსურდულია. სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილების პროცესში დაიწყო კომპანიისთვის მიზანმიმართული ფინანსური ზარალის მიყენება, საუბარია რამდენიმე მილიონიან ზარალზე და ამის გამო, კომპანია დღესაც განიცდის ფინანსურ პრობლემებს," - აცხადებს პაატა სალია. 

დღის ამბები