12 აგვისტო 2022,   07:14
ვრცლად
საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ავიაკომპანია "ფლაი ე დიალის" შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ავიაკომპანია "ფლაიდიალის" შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. არაბული ავიაკომპანიის ხელმძღვანელ გუნდთან ონლაინ შეხვედრა,  ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გამართა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის დეტალები განიხილეს.

საუდის არაბეთი, საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების დინამიკა მზარდია.




დღის ამბები