29 მაისი 2022,   00:17
ვრცლად
საქართველოს მთავრობა ომში არ ჩაერთვება და არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს - თეა წულუკიანი​

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც არესტოვიჩი  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს მთავრობაზე საუბრობს.

წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ომში ჩართვას და სისხლისღვრას არ აპირებს. 

"საქართელოს მთავრობა ომში არ ჩაერთვება და არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს. ეს გზა მრავალჯერ გავიარეთ და ამ გზამ არაფერი სასიკეთო ჩვენ არ მოგვიტანა. ქარავანი მიდის და ჩვენ ვიცავთ მშვიდობას და ამ მშვიდობას დავიცავთ სულ,"- აცხადებს წულუკიანი. 

დღის ამბები