29 მაისი 2022,   00:44
ვრცლად
"ბიჭებო, მოთმინება გამოიჩინეთ, ჩვენ მაინც გავათავისუფლებთ ხერსონს, არ დანებდეთ, არ დაკარგოთ იმედი" - ვიტალი კიმი

მიკოლაევის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ადგილზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს და მორიგ ვიდეოს ავრცელებს. 

"ბიჭებო, მოთმინება გამოიჩინეთ. მესმის, რომ ძალიან რთულია, როცა ეს ხალხი ჩვენს მიწაზე დადის, მაგრამ მთავარი მოთმინებაა. ხომ ხედავთ, ხარკოვიდან გავიდნენ, ახლა ლენდ ლიზის დახმარება ჩამოვა. მე ვხედავ, რომ რუსები თავად არ ასრულებენ მიღებულ ბრძანებებს, მათ არ სურთ წინსვლა, ვერ ხედავენ ხერსონში ყოფნის გრძელვადიან პერსპექტივას. ჩვენ მაინც გავათავისუფლებთ ხერსონს, არ დანებდეთ, არ დაკარგოთ იმედი. ეს ყველასთვის რთულია, მაგრამ გთხოვთ გაუძელით," - აცხადებს ვიტალი კიმი.

 

დღის ამბები