29 მაისი 2022,   00:03
ვრცლად
ყველაზე ცხელი წერტილი იზიუმის მიმართულებაა, იქ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს - ოლეგ სინეგუბოვი

რუსული აგრესიის მე-80 დღე. საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ერთ-ერთი ცხელი წერტილი იზიუმის მიმართულებაა, თუმცა გარკვეული წინსვლა აქვს უკრაინას ხარკოვში.

ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსებს უკან ახევინებენ და მოქალაქეები საკუთარ სახლებში ბრუნდებიან. ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ადგილობრივებს მოუწოდებს, განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე დარჩნენ თავშესაფრებში. 

"ყველაზე ცხელი წერტილი იზიუმის მიმართულებაა. იქ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს. მტერი გარკვეული მიმართულებით უკან იხევს. მოვუწოდებ ხარკოვისა და რეგიონის ყველა მცხოვრებელს, ადეკვატურად უპასუხონ საჰაერო სიგნალიზაციას, გარდა ამისა, არ გავიდნენ ქუჩაში თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. სიტუაცია საშიშია, არის დანაღმული ტერიტორიები. განვაგრძობთ მუშაობას ხარკოვში ინფრასტრუქტურის აღდგენაზე. ასევე ჩართული ვართ ჰუმანიტარულ დახმარებაში." - აცხადებს ხარკოვის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი.

დღის ამბები