29 მაისი 2022,   00:56
ვრცლად
აშშ-ის თავდაცვის მდივანი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ესაუბრა. ოსტინმა რუს კოლეგას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, შტატებმა უკრაინის დახმარების შესახებ კანონი, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს. ჯონ კირბის თქმით, გადაწყვეტილების მიღება 19 მაისამდე უნდა მოხდეს.

"თავდაცვის მდივანმა ოსტინმა სატელეფონო საუბარი გამართა რუს კოლეგასთან, თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან. ეს მათ შორის პირველი საუბარია 18 თებერვლის შემდეგ. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მოუწოდა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისკენ და ხაზი გაუსვა კომუნიკაციის შენარჩუნების მნიშვნელობას. მდივანმა იცის, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში ომი წამოიწყო," - აცხადებს ჯონ ქირბი.

დღის ამბები