29 მაისი 2022,   00:40
ვრცლად
ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური და განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიაში - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

პრემიერმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქალების როლს საქართველოს ისტორიაში.

"ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური და განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თამარის ეპოქა და შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა,"- აღნიშნა პრემიერმა. 
 

დღის ამბები