28 მაისი 2022,   23:05
ვრცლად
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს - რა პირობას აყენებს ოფიციალური ანკარა

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ხმას არ მისცემს, ვიდრე ეს ქვეყნები არ გადახედავენ თავიანთ დამოკიდებულებას თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მიმართ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი "ტერორისტების თავშესაფრად" იქცნენ. მისივე თქმით, ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები ამ ქვეყნებში მშვიდად ცხოვრობენ, მუშაობენ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობენ.

ერდოღანის ეს განცხადება ალიანსის დანარჩენი წევრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. აშშ-მა იმედი გამოთქვა, რომ ყველა გაუგებრობის დარეგულირებას შეძლებს. 

დღის ამბები