28 მაისი 2022,   23:59
ვრცლად
სამტრედიაში მდინარე გუბისწყალში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამტრედიაში, მდინარე გუბისწყალში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 60 წლის მამაკაცი ექვსი დღის წინ გაუჩინარდა და დღეს დილით ნახეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცხედარი ზუსტად იმ ადგილას აღმოაჩინეს, სადაც მისი ჩანთა იყო ნაპოვნი.

დავით ჯიბაშვილი 8 მაისს გაუჩინარდა, სავარაუდოდ, მას ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.

სამძებრო სამუშაოებში საგანგებო მართვის სამსახური და მაშველები იყვნენ ჩართული. 
მდინარე გუბისწყალში დღეს დილით ნაპოვნი მამაკაცის გვამი პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.

დღის ამბები