28 მაისი 2022,   23:19
ვრცლად
"უკრაინა არ არის დამორჩილებული, ის იცავს თავს, ავლენს სიმამაცეს და თავგანწირვას, პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ერთადერთი გამოსავალი უკრაინასთან მოლაპარაკებაა" - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, პუტინთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრისას,  უკრაინის მიმართ მის პოზიციაში ცვლილება ვერ დაინახა. ამის შესახებ შოლცმა T-Online-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს მოლაპარაკება უკრაინასთან, რადგან მან შეჭრის დასაწყისში გაცხადებულ ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.

"უკრაინა არ არის დამორჩილებული, ის ოსტატურად იცავს თავს, ავლენს სიმამაცეს და თავგანწირვას. ნატომ არ დაიხია, პირიქით, ფაქტობრივად გააძლიერა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი და ის კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან. თავად რუსეთის არმია მნიშვნელოვნად დაზარალდა. იმაზე მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს, ვიდრე საბჭოთა კავშირის ავღანური კამპანიის ათი წლის განმავლობაში. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი უკრაინასთან მოლაპარაკებაა," - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა რუსული ჯარების გაყვანაა. მანამდე კი, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავს.

დღის ამბები