28 მაისი 2022,   23:46
ვრცლად
"ჩვენ მარიუპოლში, დაახლოებით, 6 ათასი რუსი ჯარისკაცი გენერალთან ერთად გავანადგურეთ" - "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე

"აზოვის" ბატალიონის პოლკის მეთაურის მოადგილემ ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი განცხადებით, მარიუპოლში 6 ათასი რუსი სამხედრო მოკლეს, მათ შორის გენერალი და "ვაგნერის" მებრძოლები. 

"ჩვენ მარიუპოლში, დაახლოებით, 6 ათასი რუსი ჯარისკაცი გენერალთან ერთად გავანადგურეთ. მტერი რაოდენობრივად და იარაღით ჩვენზე მეტი იყო. დაჯგუფება შედგებოდა დაახლოებით 14 ათასი ადამიანისგან, მათ შორის ”ვაგნერის” მებრძოლებისგან. ასევე განადგურდა 78 ტანკი და ასზე მეტი ჯავშანმანქანა," - ამბობს "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი

დღის ამბები