29 მაისი 2022,   00:19
ვრცლად
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მედიისა და ავიაკომპანია "ეარ ბალტიკის" წარმომადგენლებს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მედიისა და ავიაკომპანია "ეარ ბალტიკის" წარმომადგენლებს მასპინძლობს. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მაღალრეიტნგული გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს. ტურის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და ფოტო რეპორტაჟებს მოამზადებენ.

 

დღის ამბები