29 მაისი 2022,   00:35
ვრცლად
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. "სქაი ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, დაზვერვის ხელმძღვანელი გენერალი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და უკრაინაში მარცხი პუტინის მმართველობას დაასრულებს.

უკრაინული მხარე ომის გარდამტეხ მომენტს აგვისტოს შუა რიცხვებში ელოდება. ვარაუდობენ, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდება. დაზვერვის ხელმძღვანელის მოლოდინები ოპტიმისტურია. ამავე ინტერვიუში გენერალი ბუდანოვი პირდაპირ აცხადებს, რომ პუტინს სიმსივნე აქვს და მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები