28 მაისი 2022,   23:57
ვრცლად
პირველი რუსი სამხედრო, რომელსაც მშვიდობიანი უკრაინელის მკვლელობისთვის ასამართლებენ - პროცესი კიევში გაიმართა

პირველი რუსი სამხედრო, რომელსაც მშვიდობიანი უკრაინელის მკვლელობისთვის ასამართლებენ - სასამართლო სხდომა კიევში გაიმართა.

საუბარია სუმის რაიონში მომხდარზე. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ვადიმ შიშიმარინმა 28 თებერვალს მოკლა უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ეს არ არის ერთადერთი დანაშაული, რასაც მას ედავებიან.

რუსმა სამხედრომ საკუთარ სახლთან 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქეც მოკლა. დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. რუს სამხედროს ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში ადანაშაულებენ - ანუ ასამართლებენ, როგორც სამხედრო დამნაშავეს.

"მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას აქვს დაცვის უფლება. თუ მე უარს ვიტყვი და სხვა ადვოკატი უარს იტყვის მის დაცვაზე, მაშინ როგორ წავალთ ევროპისკენ, სადაც ადამიანის უფლებები, როგორც ვიცით, უმაღლესი ღირებულებაა. რა თქმა უნდა, ამ საქმეში არის გარკვეული პუნქტები, მაგრამ მაინც ყველას აქვს დაცვის უფლება. ის თავისით ჩაბარდა. ყველა სხვა საკითხი მატერიალურ და სისხლის სამართლებრივ საქმეებს ეხება. ეს ყველაფერი მომდევნო სასამართლო სხდომებზე იქნება. ის ყველა ამ კითხვაზე პასუხს გასცემს თუ ის ჩვენებას მისცემს,"- აცხადებს ვადიმ შისიმარინის ადვოკატი ვიქტორ ოვსლიანიკოვი

დღის ამბები