28 მაისი 2022,   11:29
ვრცლად
თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 27 იანვარს თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, გაგარინის, ვაზისუბნის, ისაკაძის, შარტავას, სახოკიას და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, ყაზბეგის, ჯანაშიას, სვანიძის, მელიქიშვილის, თარხნიშვილის, ტატიშვილის, გურგულიას, ბარნოვის, ბაქრაძის, გუდაურის, ზანდუკელის, მაჭავარიანის, მილორავას და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბაზალეთის, ფალიაშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და სალხინოს ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი - გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მოსახლეობას.

დღის ამბები