28 მაისი 2022,   10:40
ვრცლად
საქართველოს საელჩო იტალიაში ქართველი ემიგრანტის სალომე ტეტუნაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იტალიაში ქართველი ემიგანტის სალომე ტეტუნაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა ნატალია კორძაიამ ქ. ნეაპოლში მოინახულეს საქართველოს მოქალაქე სალომე ტეტუნაშვილი, რომლის საძიებო სამუშაოებიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. სალომე ტეტუნაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ელჩმა და კონსულმა შეხვედრა გამართეს ასევე ნეაპოლის პოლიციის ხელმძღვანელობასთან.

საელჩოს ინფორმაციით, ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. საკონსულოს მოთხოვნის  საფუძველზე, საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზე იყო დაკარგულის ოჯახთან. 

როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე   საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს.
იტალიის პოლიციამ სალომე ტეტუნაშვილს რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ, 26 იანვარს მიაგნო.

დღის ამბები