28 მაისი 2022,   10:36
ვრცლად
ცხოვრება ომის მოლოდინში - რა ხდება უკრაინაში სადაც რუსეთის შეჭრას არ გამორიცხავენ და დააკმაყოფილებს თუ არა დასავლეთი კრემლის ულტიმატუმს

კიევი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა ომისთვის ყველა მზად არის, შეიარაღებულ ძალებთან ერთად უკრაინის დასაცავად მზად არიან რიგითი უკრაინელებიც.

უკრაინის ხელისუფლება რუსული აგრესიის თავიან აცილებას დიპლომატიური გზებით ცდილობს, პარალელურად კი პარტნიორებისგან სამხედრო დანიშნულების ტვირთს ყოველდღიურად იღებს.

დასავლეთი ცდილობს კიევის სოლიდარობაში ერთიანი იყოს. ამასთან გერმანიის განსხვავებული პოზიციების შემდეგ, ამჯერად ხორვატები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ უკრაინის ადგილი NATO-ში არ არის. ხორვატი პრეზიდენტის ამ სიტყვების გამო, ამ ქვეყნის პრემიერმა ბოდიში მოიხადა. კიევში თვლიან, რომ ასეთი განცხადებები რუსეთს ახალისებს. ამერიკის პრეზიდენტი რუსი კოლეგის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებსაც კი განიხილავს. აღმოსავლეთ ევროპაში და არა უკრაინაში გასაგზავნად მზადაა 8 500 ამერიკელი სამხედროც.

კრემლი თეთრი სახლიდან ოფიციალურ წერილს და NATO-ს არგაფართოების პირობას ელის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მოთმინება უსაზღვრო არ არის.

NATO-ს შტაბ-ბინაში მოსკოვს დღესაც შეახსენეს, რომ ალიანსი პრინციპებს არ გადაუხვევს და ალიანსის კარი მასში შესვლის მსურველი სახელმწიფოებისთვის არ დაიკეტება.

ბერლინი და პარიზი რუსეთს ერთის მხრივ სანქციებით ემუქრებიან, მეორეს მხრივ კი დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები დღეს კიევშიც ჩავიდნენ და უკრაინას ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა დაუდასტურეს.

დღის ამბები