28 მაისი 2022,   11:59
ვრცლად
ქაოსი, თავშესაფარში ევაკუირებული მოქალაქეები და გზაში ჩარჩენილი მგზავრები - მძლავრი სტიქიის გამო თურქეთი და საბერძნეთი პარალიზებულია

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უამინდობამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თურქეთში ერთკვირიანი ინტენსიური თოვის გამო პარალიზებულია გზები და შეფერხებით მუშაობს საჯარო დაწესებულებები მაღაზიები და სკოლები. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში თოვლის სიმაღლე ერთ მეტრსაც კი აჭარბებს. განსაკუთრებით რთული ვითარება სტამბოლშია. შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსის გამო ასობით მგზავრი საკუთარი ავტომობილიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდა. 
სტამბოლის აეროპორტში ფრენები დღეს ნაწილობრივ აღდგა, უკმაყოფილო მგზავრებმა ტერმინალის შენობაში საპროტესტო აქციაც გამართეს. 

მთავრობა მოქალქეებს ურჩევს აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გავიდნენ. პირველად 30 წლის განმავლობაში თოვლით დაიფარა ცნობილი კურორტის, ანტალიის სანაპიროები. ასევე, დიდთოვლობის გამო ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. 

რაც შეეხება საბერძნეთს, აქ ქარიშხალმა "ელპიდამ" პრობლემები შექმნა, ხოლო ძლიერმა თოვამ ათენის პარალიზება მოახდინა. ჰაერის ტემპერატურა კი -14 გრადუსამდე დაეცა. 

მეტეოროლოგების ვარაუდით, დიდთოვლობა საბერძნეთსა და თურქეთში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

დღის ამბები