28 მაისი 2022,   12:26
ვრცლად
ქალმა აღმოაჩინა, რომ მისი უფროსი ძმა სინამდვილეში მამამისი იყო, მშობლებთან კი არაფერი აკავშირებდა

ქალმა აღმოაჩინა, რომ უფროსი ძმა, რომელიც ძალიან სძულდა, სინამდვილეში მისი მამა იყო, იმ ადამიანებთან კი, რომელიც მას აქამდე მშობლები ეგონა, არც მას და არც მამამისს არაფერი აკავშირებდათ. ამის შესახებ the sun წერს.

TikTok-ის მომხმარებელმა სახელად suesbadvibes -მ თავისი არაჩვეულებრივი ამბავი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ვიდეოში გაუზიარა, რომელმაც 13 მილიონამდე ნახვა დააგროვა.

"როგორ რეაქციას ელოდა ოჯახი, როდესაც მე გავიგე, რომ ჩემი უფროსი ძმა, სინამდვილეში მამაჩემია და როგორი რეაქცია მქონდა რეალურად" - ასეთი დასათაურება გაუკეთა სიუმ ვიდეოს.

ქალმა გადაიღო, როგორ გამოიყურებოდა შოკირებული, შემდეგ კი აჩვენა, როგორ ურტყამდა კამერას, რათა ეჩვენებინა თავისი მძაფრი რეაქცია ამ ამბებზე.

მისი გამომწერების უმრავლესობას ამ ისტორიის მეტი დეტალის გაგება სურდა. ქალმა მათ კითხვებს კომენტარებში უპასუხა, მან თქვა, რომ ადამიანებმა, რომელსაც ის მშობლებად თვლიდა, როგორც გაირკვა მამამისი იშვილეს. სიუ მაშინ დაიბადა, როდესაც მამამისი 20 წლის იყო. სიუს თქმით, მან იცის სადაა დედამისი, თუმცა მასთან კომუნიკაცია არ აქვს.

კომენტარებში ბევრმა მომხმარებელმა თქვა, რომ ისინი წუხდნენ სიუზე, რადგან მან შოკისმომგვრელი ამბავი შეიტყო, მაგრამ როგორც სიუმ მათ პასუხად განაცხადა, ამის შესახებ მან ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ გაიგო. როგორც აღმოჩნდა სიუმ ვიდეო ახლა იმისთვის გადაიღო, რომ თავისი ამბავი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ორიგინალურად მოეთხრო.

"ეს 11 წლის ასაკში გავიგე. ახლა კარგად ვარ, უბრალოდ გვძულს ერთმანეთი," - ამბობს სიუ.

დღის ამბები