18 მაისი 2022,   10:38
ვრცლად
მარტოხელა მამაკაცის ჩონჩხი მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ იპოვეს - რა მოხდა ქალაქ კადომაში

იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე მდებარე ქალაქ კადომაში, ერთ-ერთ კონდომინიუმში მარტოხელა მამაკაცის ჩონჩხი იპოვეს. ამის შესახებ Japan Today წერს.

კვირას, 23 იანვარს, კონდომინიუმის მფლობელის შვილმა პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ ბინაში ადამიანის ჩონჩხი ნახეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. მათი თქმით, ჩონჩხი 5 წლის წინ გარდაცვლილ ადამიანს ეკუთვნოდა.

აღნიშნულ ბინაში 70 წლის მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც 2017 წლიდან აღარავის უნახავს. ის ბინის ქირას არ იხდიდა და დიდი ხნის განმავლობაში მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. გარდაცვლილის ნეშტი იაპონურ სტილში მოწყობილ ოთახში ხალიჩაზე აღმოაჩინეს. კარი დაკეტილი იყო და სახლში იძულებითი შესვლის რაიმე კვალი არ აღმოჩნდა.

 

დღის ამბები