22 მაისი 2022,   01:19
ვრცლად
შსს მეტროში გადაღებულ ვიდეომასალაზე - "პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო"

შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და ეხმაურება 24 იანვარს გავრცელებულ კადრებს, სადაც თბილისის მეტროპოლიტენში პოლიციელის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტია ასახული. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში, გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც, შესაძლოა,  არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები