29 მაისი 2022,   00:33
ვრცლად
16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კამერუნში ღამის კლუბში მომხდარ ძლიერ ხანძარს - აფეთქება ფოიერვერკებმა გამოიწვია

კამერუნის დედაქალაქში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დედაქალაქ იუანდეს ერთ-ერთ ღამის კლუბში ძლიერი ხანძარი ფოიერვერკმა გამოიწვია. 

ცეცხლი ჯერ შენობის ჭერს მოედო, ძლიერი აფეთქების ხმამ კლუბში მყოფებს შორის პანიკა და ჭყლეტა გამოიწვია. 

არიან დაშავებულებიც, ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

დღის ამბები