28 მაისი 2022,   23:49
ვრცლად
"ყინულის ფენაზე გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას" - საგანგებო განცხადება

დაბალი ტემპერატურის გამო რამდენიმე ტბაზე, მათ შორის თბილისშიც, წყლის გაყინვასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"საქართველოში განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურაა. გაიყინა ტბები, მათ შორის თბილისში.

რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას," - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

დღის ამბები